მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) შემოსავლების სამსახურს საბაჟო  კონტროლის აღჭურვილობა გადასცა

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) შემოსავლების სამსახურს საბაჟო კონტროლის აღჭურვილობა გადასცა

14 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის
მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ და საბაჟო დეპარტამენტის
ხელმძღვანელმა ზურაბ სიჭინავამ საქართველოში ევროკავშირის
დელეგაციის წარმომადგენელთან კოლომბ დე მერსესა და მიგრაციის
საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს წარმომადგენლობის
ხელმძღვანელთან სანია ჩელებიჩ ლუკოვაცსასთან სამუშაო შეხვედრა
გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საერთაშორისო ურთიერთობათა
დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამსონ ურიდია.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმდინარე და მომავალი
თანამშრომლობის საკითხები, დაგეგმილი პროექტები და ახალი
შესაძლებლობები განიხილეს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) ევროკავშირის
მხარდაჭერით, საბაჟო დეპარტამენტს 80 ერთეული რადიოგადამცემი და
60 სამკერდე კამერა გადასცა. აღნიშნული აღჭურვილობა საბაჟო გამშვებ
პუნქტებზე გადანაწილდება და ხელს შეუწყობს მებაჟე-ოფიცრების მიერ,
საზღვარზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებას და შეუფერხებელ
კომუნიკაციას.

შეხვედრის მსვლელობისას, ვლადიმერ ხუნდაძემ ევროკავშირისა და IOM-
ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა
და იმ მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომელიც უკვე მრავალი წელია
ხორციელდება, როგორც ინსტიტუციონალური განვითარების, ასევე

საბაჟო დეპარტამენტის კონტროლის სისტემებით აღჭურვის
მიმართულებით.

,,მნიშვნელოვანია ევროკავშირის და IOM-ს მხარდაჭერის გაგრძელება
საბაჟოს შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. გვახარებს,
რომ სამომავლო გეგმებში გვაქვს თქვენი სრული მხარდაჭერა.
შემოსავლების სამსახურის სახელით, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ
ყოველი თქვენი მხარდაჭერა მაქსიმალურად ეფექტიანად იქნება
გამოყენებული, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისა და კანონის
შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის, ასევე საზღვრებს შორის
კანონიერი ვაჭრობის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით “, –
განაცხადა ვლადიმერ ხუნდაძემ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…